„ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას“ არამედ, ერთმანეთს მეორე ადგილისთვის“ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ძიროთადად დაკავებულია ერთმანეთთან ბრძოლაში. მათი ინტერესი პოლიტიკურ ასპარეზზე მეორე ადგილის დაკავებაა და არა „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა.

„ყველას ვუსურვებ, რომ 1%-დან ავიდნენ 2%-ზე, 2-დან 34ზე, ეს არის მათი დღევანდელი მოცემულობა. ეს მათი საქმეა – ერთმანეთში კონკურენცია. დღეს ისინი ერთმანეთში იბრძვიან მეორე ადგილისთვის. ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ აიღონ პირველი ადგილი, ისინი ებრძვიან ერთმანეთს მეორე ადგილისთვის, ეს მათი საქმეა, ჩვენი საქმე არ არის“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მან ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვევით მიდის.

„ნაცმოძრაობას“ წინა არჩევნებზე 30% ჰქონდა, მათი რეიტინგი ჩამოსულია უკვე 19%-ზე. კლების დინამიკა მზარდია, ასე უნდა გაგრძელდეს. საკმაოდ რეალურია იმის შანსი, „ნაცმოძრაობა“ ორნიშნა მაჩვენებელს ჩამოსცდეს, ანუ 10%-ზე ქვემოთაც შეიძლება ჩამოვიდეს მათი მხარდაჭერა, ეს თუ ასე მოხდება, ეს იქნება ძალიან კარგი“ – აღნიშნა კობახიძემ.

 

მსგავსი თემები