„ჩვენ გადავლახავთ ამ კატასტროფის შედეგებს და რუსეთის ბოროტებას“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში კაშხლის აფეთქებასა და სტიქიის შედეგებზე ისაუბრა. პრეზიდენტი მოსახლეობას ამხნევებს და აცხადებს, რომ უკრაინა ამ მძიმე დღეებსაც გადალახავს.

„არსებობს საკამაოდ ბევრი გამოწვევა, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავძლიოთ ისინი ყველა შესაძლო დონეზე. მნიშვნელოვანია,  რომ პოტენციალი არსებობს. დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ გადავლახავთ ამ კატასტროფის შედეგებს და რუსეთის ბოროტებას. მადლობას ყველას, ვინც უკვე ეხმარება და ვინც უკრაინას ეკითხება, თუ როგორ დაეხმაროს. მადლობელი ყველას, ვინც  მონაწილეობს სამაშველო ოპერაციებში, დაეხმარეთ ადამიანებს, ცხოველებს, ყველა ცოცხალ არსებას“, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ კახოვკაში კაშხლის აფეთქებამ უკრაინაში ეკოცოდი გამოიწვია. 13-ზე მეტი სოფელი წყალმა დაფარა, 50 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, დაიხოცა შინაური ცხოველები და ფრინველები.

მსგავსი თემები