გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე სტუდენტებთან და მოსწავლეებთან საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურორმა ირაკლი ქარდავამ სტუდენტური ორგანიზაცია “ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“  მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე საჯარო ლექცია ჩაატარა.

შეხვედრაზე პროკურორმა ყურადღება გაამახვილა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მნიშვნელობაზე. ასევე საუბარი შეეხო ნაფიც მსაჯულთა შერჩევის წესზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სპეციფიკაზე.

საჯარო ლექციაზე განიხილეს  სისხლის სამართლის საქმეების კონკრეტული მაგალითები, რაზეც შეხვედრის მონაწილეებთან გაიმართა დისკუსიაც.

შეხვედრის ბოლოს პროკურორმა სტუდენტებს და მოსწავლეებს  საჯარო ლექციაში ჩართულობისთვის და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ საჯარო ლექციაში მონაწილეობა 40-ამდე მოსწავლემ და სტუდენტმა მიიღო.  საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა თემებზე აქტიურად ხორციელდება.

მსგავსი თემები