დოკუმენტებზე დაყრდნობით უკრაინა ამტკიცებს, რომ კაშხალი რუსეთის მონაწილეობით აფეთქდა

უკრაინული მხარე  ამტკიცებს, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქება რუსული მხარის მონაწილეობით მოხდა. ქვეყნის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ ხელთ არსებობს რუსეთის სამხედროებს შორის სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერი,  სადაც საუბარია  კაშხლის განადგურებაზე.

უკრაინის უშიშროების ინფორმაციით, რუსეთის სამხედროები  აღიარებენ, რომ კაშხლის დაზიანება იყო “საბოტაჟის ჯგუფის” მოქმედებების შედეგი, უკრაინის არმიისთვის სირთულეების შექმნის მიზნით.

რაც შეეხება რუსულ მხარეს, პრეზიდენტ პუტინის ჩათვლით, აცხადებს, რომ კაშხალი უკრაინულმა მხარემ ააფეთქა.

 

მსგავსი თემები