„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში „კადიროველები“ არ ყოფილან და გავრცელებული ინფორმაცია “ფეიკი“ იყო.
„დადასტურდა, რომ „კადიროველების“ ყოფნა საქართველოში იყო ტყუილი, ჩვეულებრივი „ფეიკი“. ეს დადასტურდა. არავითარი კადიროველების ყოფნა საქართველოში არ დაფიქსირებულა. მარტივი ტყუილი გაავრცელეს, მათ შორის გაავრცელეს ფოტოები, ვითომ იარაღით მყოფი ადამიანების, რაც აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ უკავშირდებოდა იმ პერიოდს, როდესაც ის ავტომობილები დაფიქსირდა საქართველოში“ – აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისი შეფასებით, რასაც ოპოზიცია აკეთებს, ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია.
„ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. არ შეიძლება, ასეთი „ფეიკებით“ ებრძოლო საკუთარ ქვეყანას საკუთარ სახელმწიფოს. თქვენ გაავრცელეთ ტყუილი და ჩვენ უნდა მოვიტანოთ მტკიცებულება, რომ ეს ტყუილი არ არის ტყუილი? რა სისულელეა. ნუ გაავრცელებთ ტყუილს და მერე ნუ მოითხოვთ მტკიცებულებებს. კადიროველები არ იყვნენ და ტყუილებზე მე მტკიცებულებებს ვერ მოვიტან. როცა ტყუილს ამტკიცებთ, უნდა მოიტანოთ მტკიცებულებები, მაგრამ მტკიცებულება ვერ გექნებათ, რადგან არის ტყუილი“ – განაცხადა კობახიძემ ჟირნალისტებთამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის უკან, ვიდეო და ფოტომასალა გავრცელდა, სადაც ჩანდა ძვირადღირებული, ერთნაირნომრიანი ჯიპები წესების დარღვევით როგორ მოძაობდნენ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე და მათ დაცვაც დაყვებოდა. ფოტოებში ისინი იარაღებითაც პოზირებდნენ და ვიზულით, ჩეჩნური გარეგნობა ჰქონდათ.