„ნაცმოძრაობას“ ყველა გასაღები დაკარგული აქვს“ – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით,   „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  საერთო ნიშანია  ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა. მისივე თქმით „ნაცებს“ ყველა გასაღები დაკარგული აქვთ.

„ნაცმოძრაობა“ იმ მდგომარეობაში იმყოფება, ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ. არანაირი გასაღები არ აქვთ, არც ისეთი და არც ასეთი, რომელზეც ვირტუალურად თავად საუბრობენ. მათი საერთო ნიშანია  ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა. კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლა, დავალების შესრულება და უსამშობლობა, ეს აქვთ მათ საერთო ნიშანი. ამ ნიშნის ქვეშ ერთი სახელი რა დავარქვაო ადამიანი რომ ფიქრობს – „ნაცობა“ – განაცხადა მდიმარაძემ ჟურნალისტებთან.

მისი შეფასებით,  ისინი უსამშობლოები არიან და თავისი სამშობლოს წინააღმდეგ იბრძვიან.

„დავუშვათ, დღეს მართლა რომ არაფერს აკეთებდეს, რეკომენდაციების კუთხით შენი ხელისუფლება, შეიძლება, იქ გაჩერდე და თქვა, რომ ყველაფერი კეთდება და საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამ დროს მართლა კეთდება და ამბობენ, რომ არ კეთდება, არ იმსახურებს. რამდენად არ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო, რომ იქნებ ხელისუფლება გადავაყირაოო, ამ გზით ცდილობ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პრობლემები შექმნა“ – აცხადებს მდინარაძე.

 

მსგავსი თემები