დონალდ ტრამპის 37 ბრალდება გასაჯაროვდა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ ტრამპის ბრალდებები გაასაჯაროვა. მთლიანობაში, საუბარია 37 ბრალდებაზე, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს აქვს წაყენებული.

ბრალდებების ერთ-ერთი ნაწილი საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვას, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და ყალბი განცხადებებით გამოსვლას უკავშირდება.

პრეზიდენტ ტრამპის სასამართლო პროცესი 13 ივნისს ჩაინიშნა.

საიდუმლო დოკუმენტების საქმის გარდა, პრეზიდენტს ედავებიან “აშშ-ში ბირთვული შეიარაღების” და “უცხო ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობების” შესახებ დოკუმენტების  სხვა დოკუმენტებთან ერთად შენახვას, რომლებიც დაზვერვის საკითხებთანაა კავშირში.

მთლიანობაში, პრეზიდენტის მიმართ არსებული ბრალდებები 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თავად პრეზიდენტი მის წინააღმდეგ აგორებულ „შავ კამპანიაზე“ საუბრობს და ამ ყველაფერს აშშ-სთვის შავ დღეს უწოდებს.

„მე ვარ უდანაშაულო და ამას მყარად და სწრაფად დავამტკიცებ” – აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები