დონალდ ტრამპს ბრალდება წარუდგინეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ბრალდებები ოფიციალურად წარუდგინეს. საუბარია საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე.

როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს  ბრალდებები ჯაშუშობის აქტის ფარგლებში ემუქრება. ასევე, ტრამპს ედავებია  მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელის შეშლას.

გამძიების ინფორმაციით, ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებს მარ-ა-ლაგოს სახლის სამეჯლისო დარბაზში, აბაზანაში, საძინებელ ოთახში, საოფისე სივრცესა და საწყობში ინახავდა. ასევე საქმეში არსებობს ორი ეპიზოდი, როცა პრეზიდენტმა საიდუმლო დოკუმენტები სხვა პირს გადასცა.

 

მსგავსი თემები