უნივერსიტეტში, სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს რუსული ვალუტა ესროლეს – „მათი ორიენტაცია არეულია“ – აცხადებს კობახიძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლექციებს კითხულობდა, ლექციების დასრულების შემდეგ ინცინდენტი მოხდა. რამდენიმე სტუდენტმა, კიბეებზე ჩასვლისას ირაკლი კობახიძეს რუსული ვალუტა ესროლეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო ოპოზიციური მედიის მოწყობილი პროვოკაცია.

„ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ისინი იყვნენ მოსულები, იღებდნენ ამ ე.წ. ინციდენტს. სინამდვილეში იყო მოსული „ფორმულასთან“ აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა, რომელსაც ყოველგვარი ორიენტაცია აქვს არეული. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა.  მათი გადარჩენა შესაძლებელია.  დარწმუნებული ვარ, რომ მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა არის შესაძლებელი“ – აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, საჭიროა ამ ადაიანების „სწორ რელსებზე“ მოქცევა.

„ეს ახალგაზრდები პარლამენტის წინ იდგნენ რამდენიმე დღის წინ და პრემიერის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ.  მათი ორიენტაცია ყველანაირად არის არეული. ეს ადამიანები უნდა მოექცნენ „სწორ რელსებზე“, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგონები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს“ – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები