ხერსონში მოხალისე მაშველებს ცეცხლი გაუხსნეს

ეკოციდის ზონაში, სადაც მოხალისე მაშველები კაშხლის აფეთქების შედეგად წყალდიდობით დაზარალებულებს ეხმარებოდნენ, ოკუპანტის ჯარებმა ცეცხლი გახნა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, არიან დაშავებულები.

„ხერსონში ცეცხლი გაუხსნეს მოხალისეებს, რომლებიც კახოვკას ჰესის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებოდნენ. რუსული საარტილერიო დარტყმის შედეგად დაშავდა ორი მამაკაცი, 52 და 25 წლის. ისინი არიან მოხალისეები, რომლებიც დახმარებას უწევდნენ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს“ – აცხადებს ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი.

.

 

მსგავსი თემები