2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7,2%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.2 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში.

მეტი...

საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაცია დასრულდა

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაცია დასრულდა. დღეს სამშობლოში 13 საქართველოს მოქალაქე  დაბრუნდა. გუშინ ევაკუაციის პირველი ეტაპი ავიაკომპანიამ “Geo Sky”განახორციელა, რის შედეგადაც 20 მოქალაქე სუდანიდან სამშობლოში დაბრუნდა. სუდანიდან ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია ეგვიპტის საზღვრამდე განხორციელდა, საიდანაც ისინი დღეს საქართველოში დაბრუნდნენ. სუდანში 14 აპრილს დაწყებული სამხედრო დაპირისპირების დროს დროს სუდანში საქართველოს 35-მდე მოქალაქე იყო დარჩენილი. რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ეგვიპტეში განხორციელდა.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 189 460 სამხედრო დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 189 460 სამხედრო დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 189 460; ​ტანკი – 3 694; ჯავშანტექნიკა – 7 181; საარტილერიო სისტემა – 2 905; სარაკეტო სისტემა – 543;საზენიტო საბრძოლო სისტემა – 294; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 467; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 819; გემი/ნავი/კატარღა – 18;​ სპეციალური აღჭურვილობა – 353.

მეტი...

,,რუსეთს სხვა გზა არ დარჩა, გარდა უკრაინიდან მომდინარე საფრთხეების სამხედრო გზით აღმოფხვრისა”- შოიგუ

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ცდილობენ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემის რეფორმირებას კონტროლირებადი რეგიონალური ალიანსების შექმნის გზით, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. „დღეს ეს დესტრუქციული ხაზი გამოიხატება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემის რეფორმირების სურვილში კონტროლირებადი რეგიონალური ალიანსების შექმნის გზით. ამავდროულად, დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე უპრეცედენტო ზეწოლა ხდება, აშკარა შანტაჟი, მუქარა, ფერადი რევოლუციები და სახელმწიფო გადატრიალება, ვრცელდება უხეში დეზინფორმაცია. ეს ყველაფერი დიდი ხანია დასავლეთის დამახასიათებელი ნიშანია,” – განაცხადა შოიგუმ ნიუ დელიში. მისივე მტკიცებით, სამხედრო დახმარება მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს და გავლენას ახდენს სტაბილურობაზე ევროპასა და მსოფლიოში. ,,რუსეთს სხვა გზა არ დარჩა, გარდა უკრაინის ტერიტორიიდან…

მეტი...

პროკურატურამ სოციალური ქსელებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ, სოციალური ქსელებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინა და სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. ,,საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელითა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გაეცნო გამოგონილი სახელებით, შევიდა მათთან ნდობაში და თითქოსდა აშშ-ში გამგზავრების, ასევე ესტონეთისა და ლიეტუვას რესპუბლიკების სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, დიდი ოდენობით ფულადი თანხები მოსთხოვა. პარალელურ რეჟიმში ბრალდებულმა მოიძია საქართველოში კრიპტოვალუტით მოვაჭრე პირები, რომლებსაც ყალბი ფეისბუქ-პროფილებით დაუკავშირდა და კრიპტოვალუტის შეძენაზე შეუთანხმდა. ბრალდებულმა ვითომდა გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ, დაზარალებულებს დიდი ოდენობით ფულადი თანხები მის მიერ…

მეტი...

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი გარდაცვლილი იპოვეს

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სუიციდის ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე (1978 წელს დაბადებული) გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს, რომელმაც უწყების ერთ-ერთ ობიექტზე თავი ჩამოიხჩო. საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების პირველადი ინფორმაციით თვითმკვლელობა სავარაუდოდ ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, –…

მეტი...

თავდასხმა უკრაინის ქალაქ უმანზე – დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

რუსეთმა უკრაინის ქალაქ უმანზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი განადგურდა და მომხდარს მოჰყვა მსხვერპლი. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით თავდასხმას ექსვი ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროის მონაცემებით, დაშავდა 17 ადამიანი. გერაშენკოს ცნობით,  ცხრა ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია კვლავგრძელდება. მომხდარის გამო ქალაქში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.  

მეტი...

პოლონელი მსახიობის ცემის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონელი მსახიობის, მარჩინ ბოსაკის ცემის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  თავდასხმის შემდეგ მსახიობმა სოციალურ ქსელში მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ასახულია ცემის შედეგად მიღებული დაზიანებები. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოში მარსინ ბოსაკს სახეზე სისხლჩაქცევები აღენიშნება. „სულ ცოტა ხნის წინ, ერთმა ბატონმა, Uber-ის მძღოლმა, კინაღამ გადაუარა ჩემს უმცროს შვილს. როცა გავაპროტესტე ეს საქციელი, დაიწყო ჩხუბი, მისი ოთხი-ხუთი მეგობარი გამოვიდა“, – ამბობს ჩანაწერში მსახიობი. მედიის ცნობით, ორშაბათს მომხდართან დაკავშირებით სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს საქართველოს მოქალაქეს, 25 წლის რუსლან გ.-ს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წალმდე პატიმრობა ემუქრება.

მეტი...

რუსთავში, 25 წლამდე მამაკაცი ბუნებრივი აირის ნამწვის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

რუსთავში, ერთ-ერთ კორპუსში 25 წლამდე მამაკაცი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს. მათივე ცნობით, ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვი წყლის გამათბობლიდან დაგროვდა. ახალგაზრა მამაკაცი ოჯახის წევრების ზარებს არ პასუხობდა, რის შემდეგაც მაშველები გამოიძახეს. ბინაში  სამართალდამცველებს ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.

მეტი...

,,რუსულ ტერორს უკრაინისა და მსოფლიოს სამართლიანი პასუხი უნდა მოჰყვეს და მოჰყვება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება. მისი თქმით, რუსულ ტერორს უკრაინისა და მსოფლიოს სამართლიანი პასუხი უნდა მოჰყვეს და მოჰყვება. ,,წუხელ მტერმა უკრაინას კვლავ შეუტია რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით. ტერორისტების სამიზნეა მშვიდობიანი მოსახლეობა და ობიექტები. უმანზე სარაკეტო თავდასხმამ 10-მდე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. ერთ-ერთი მათგანის მთელი ბლოკი განადგურდა. ხალხი კვლავ ნანგრევების ქვეშ რჩება. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი, მათ შორის ერთი ბავშვი. დნიპროში ტერორისტებით დაბომბვას ბავშვი შეეწირა. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაკარგა ახლობლები რუსული ტერორის გამო! მადლობელი ვარ ჩვენი საჰაერო ძალების, ჩვენი საზენიტო მსროლელების, ყველას, ვინც ეხმარება მტრის თავდასხმების შედეგების დაძლევაში,…

მეტი...

ქალის გაუპატიურებისთვის, ტაქსის მძღოლს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქალის გაუპატიურებისთვის, ტაქსის მძღოლს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია “საფარი” ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა 2022 წლის სექტემბერში მოხდა. ,,არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქალის გაუპატიურებისთვის, ტაქსის მძღოლს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 აპრილს გამოაცხადა. შემთხვევა 2022 წლის სექტემბერში მოხდა. დაზარალებული ქალი მეგობრებთან ერთად კლუბში იყო, სადაც ალკოჰოლი მიიღო. როგორც ამბობს, მშიერი იყო, რის გამოც მალე დათვრა და სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. საქმის მასალებში დევს კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ გამოიყვანეს ქალი მეგობრებმა კლუბიდან და ჩასვეს ტაქსიში. ჩანაწერში გარკვევით ჩანს მანქანა და სანომრე ნიშნები.…

მეტი...