თავდასხმა უკრაინის ქალაქ უმანზე – დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

რუსეთმა უკრაინის ქალაქ უმანზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი განადგურდა და მომხდარს მოჰყვა მსხვერპლი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით თავდასხმას ექსვი ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროის მონაცემებით, დაშავდა 17 ადამიანი.

გერაშენკოს ცნობით,  ცხრა ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია კვლავგრძელდება.

მომხდარის გამო ქალაქში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

 

მსგავსი თემები