საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაცია დასრულდა

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაცია დასრულდა. დღეს სამშობლოში 13 საქართველოს მოქალაქე  დაბრუნდა.

გუშინ ევაკუაციის პირველი ეტაპი ავიაკომპანიამ “Geo Sky”განახორციელა, რის შედეგადაც 20 მოქალაქე სუდანიდან სამშობლოში დაბრუნდა.

სუდანიდან ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია ეგვიპტის საზღვრამდე განხორციელდა, საიდანაც ისინი დღეს საქართველოში დაბრუნდნენ.

სუდანში 14 აპრილს დაწყებული სამხედრო დაპირისპირების დროს დროს სუდანში საქართველოს 35-მდე მოქალაქე იყო დარჩენილი. რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ეგვიპტეში განხორციელდა.

მსგავსი თემები