,,რუსულ ტერორს უკრაინისა და მსოფლიოს სამართლიანი პასუხი უნდა მოჰყვეს და მოჰყვება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება. მისი თქმით, რუსულ ტერორს უკრაინისა და მსოფლიოს სამართლიანი პასუხი უნდა მოჰყვეს და მოჰყვება.

,,წუხელ მტერმა უკრაინას კვლავ შეუტია რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით. ტერორისტების სამიზნეა მშვიდობიანი მოსახლეობა და ობიექტები. უმანზე სარაკეტო თავდასხმამ 10-მდე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა. ერთ-ერთი მათგანის მთელი ბლოკი განადგურდა. ხალხი კვლავ ნანგრევების ქვეშ რჩება. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი, მათ შორის ერთი ბავშვი.

დნიპროში ტერორისტებით დაბომბვას ბავშვი შეეწირა. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც დაკარგა ახლობლები რუსული ტერორის გამო! მადლობელი ვარ ჩვენი საჰაერო ძალების, ჩვენი საზენიტო მსროლელების, ყველას, ვინც ეხმარება მტრის თავდასხმების შედეგების დაძლევაში, ყველას, ვინც იცავს ჩვენს ხალხს.

ამ რუსულ ტერორს უკრაინისა და მსოფლიოს სამართლიანი პასუხი უნდა მოჰყვეს. და მოჰყვება. ყოველი ასეთი თავდასხმა, ყოველი ბოროტი ქმედება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ აახლოებს ტერორისტულ სახელმწიფოს მარცხთან და დასჯასთან და არა პირიქით, როგორც ფიქრობენ. ჩვენ არ დავივიწყებთ არც ერთ დანაშაულს, არც ერთ დამპყრობელს არ მივცეთ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საშუალებას”,- აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი თემები