რუსთავში, 25 წლამდე მამაკაცი ბუნებრივი აირის ნამწვის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

რუსთავში, ერთ-ერთ კორპუსში 25 წლამდე მამაკაცი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვი წყლის გამათბობლიდან დაგროვდა.

ახალგაზრა მამაკაცი ოჯახის წევრების ზარებს არ პასუხობდა, რის შემდეგაც მაშველები გამოიძახეს. ბინაში  სამართალდამცველებს ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.

მსგავსი თემები