პოლონელი მსახიობის ცემის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონელი მსახიობის, მარჩინ ბოსაკის ცემის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  თავდასხმის შემდეგ მსახიობმა სოციალურ ქსელში მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ასახულია ცემის შედეგად მიღებული დაზიანებები.

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოში მარსინ ბოსაკს სახეზე სისხლჩაქცევები აღენიშნება.

„სულ ცოტა ხნის წინ, ერთმა ბატონმა, Uber-ის მძღოლმა, კინაღამ გადაუარა ჩემს უმცროს შვილს. როცა გავაპროტესტე ეს საქციელი, დაიწყო ჩხუბი, მისი ოთხი-ხუთი მეგობარი გამოვიდა“, – ამბობს ჩანაწერში მსახიობი.

მედიის ცნობით, ორშაბათს მომხდართან დაკავშირებით სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს საქართველოს მოქალაქეს, 25 წლის რუსლან გ.-ს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წალმდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები