,,რუსეთს სხვა გზა არ დარჩა, გარდა უკრაინიდან მომდინარე საფრთხეების სამხედრო გზით აღმოფხვრისა”- შოიგუ

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ცდილობენ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემის რეფორმირებას კონტროლირებადი რეგიონალური ალიანსების შექმნის გზით, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„დღეს ეს დესტრუქციული ხაზი გამოიხატება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემის რეფორმირების სურვილში კონტროლირებადი რეგიონალური ალიანსების შექმნის გზით. ამავდროულად, დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე უპრეცედენტო ზეწოლა ხდება, აშკარა შანტაჟი, მუქარა, ფერადი რევოლუციები და სახელმწიფო გადატრიალება, ვრცელდება უხეში დეზინფორმაცია. ეს ყველაფერი დიდი ხანია დასავლეთის დამახასიათებელი ნიშანია,” – განაცხადა შოიგუმ ნიუ დელიში.

მისივე მტკიცებით, სამხედრო დახმარება მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს და გავლენას ახდენს სტაბილურობაზე ევროპასა და მსოფლიოში.

,,რუსეთს სხვა გზა არ დარჩა, გარდა უკრაინის ტერიტორიიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრისა სამხედრო გზით. ჩვენი ამოცანები ნათელია და სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება”, – განაცხადა შოიგუმ.

მსგავსი თემები