ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში, ქვანახშირის მაღაროში ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი ხელისუფლება ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.

„პირველადი გამოძიების ცნობით, მაღაროში მყოფი ადამიანები ხანძრის გაჩენისას ადგილს ვერ ტოვებდნენ“, – ნათქვამია ადგილობრივი მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები