,,ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლები გადაწყვეტენ, ვინ უნდა იყოს მათი რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა რეგიონული არჩევნები ჩანიშნა. როგორც ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებში მონაწილეობა პარტიის წევრების გარდა, მხარდამჭერებსაც შეეძლებათ.მისივე თქმით, 30 აპრილამდე უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი. ,,უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ქალაქში 45 ახალი ოფისი გახსნა, შესაბამისად, ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ დაპირებული არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, ვგულისხმობ, ქალაქებს, რაიონებს და დედაქალაქს, ანუ, საუბარია 73 საარჩევნო ოლქზე, სადაც ყველგან ჩატარდება არჩევნები, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქში რაიონული, საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ასევე, ყველა რაიონს, ქალაქს ეყოლება პოლიტიკურ…

მეტი...

ჩინეთში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 29 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მდებარე, ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 29 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 26 პაციენტია. ხანძარი პეკინში, 18 აპრილს გაჩნდა. ხანძრის შედეგად  დაშავებული 39 ადამიანი კვლავ საავადმყოფოშია, მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი აალებადი საღებავი მასალა გახდა.

მეტი...

სამხრეთ კორეამ უკრაინას შესაძლოა შეიარაღება გადასცეს

სამხრეთ კორეა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სამხრეთ კორეის მთავრობა იკვლევს, როგორ დაეხმაროს უკრაინის დაცვასა და აღდგენას. „თუ შეიქმნა სიტუაცია, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ვერ დაუშვებს, როგორიცაა ნებისმიერი ფართომასშტაბიანი თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობაზე, ხოცვა-ჟლეტა ან ომის კანონების სერიოზული დარღვევა, შეიძლება, გაგვიჭირდეს მხოლოდ ჰუმანიტარულ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე შეჩერება“, – განაცხადა იუნ სუკ იოლმა. ცნობისთვის, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სეულმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინას მიაწოდოს იარაღი.

მეტი...

,,რას მალავენ, სასამართლოში კლანი თუ არ არსებობს, უკეთესი არ იქნება, კომისია შეიქმნას და ვნახოთ, რომ არაფერი ხდება”- პაატა მანჯგალაძე

„რას მალავენ? თუ არაფერი ხდება, სასამართლოში კლანი არ არსებობს, უკეთესი არ იქნება, კომისია შეიქმნას და ვნახოთ, რომ არაფერი ხდება,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. „რას მალავენ? მესმის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პროცედურით ეწინააღმდეგებიან, მაგრამ თუ არაფერი ხდება, სასამართლოში კლანი არ არსებობს, უკეთესი არ იქნება, კომისია შეიქმნას და ვნახოთ, რომ არაფერი ხდება – არც კორუფცია არსებობს, არც კეთილსინდისიერების პრობლემაა. სათქმელი თუ არ გვექნება, „ქართული ოცნება“ უფრო გამარჯვებული არ იქნება, ვიდრე ოპოზიციას ჩაუსაფრდეს, იქნებ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელმა ფეხი მოიტეხოს და პარლამენტში არ მოვიდესო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. ცნობისთვის,…

მეტი...

,,ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ ბოლომდე ჩაყვეს საფლავში კლანს” – ხათუნა სამნიძე

,,ოცნება” გააკეთებს ყველაფერს, რომ ბოლომდე ჩაყვეს საფლავში კლანს,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობა ყველაფერს გააკეთებს, რომ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას. ,,ოცნება” გააკეთებს ყველაფერს, რომ ბოლომდე ჩაყვეს საფლავში კლანს. გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არ შეიქმნას კომისია და ნათელი არ მოეფინოს იმ დანაშაულებებს, რომელსაც კლანი ჩადის. ამისთვის გამოიყენებს პროცედურულ შესაძლებლობებს. გამოუვალ მდგომარეობაშია “ოცნება”, იმიტომ, რომ ოპოზიცია არის მობილიზებული და ავტომატურად დადგება შემდეგ ჯერზე კენჭისყრაზე კომისიის შექმნის საკითხი”. – განუცხადა ხათუნა სამნიძემ ტვ პირველს. ცნობისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში ჩავარდა. კვორუმის არარსებობის გამო,…

მეტი...

,,რუსეთის ბირთვული მუქარა არ შეგვაშინებს, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება”- იენს სტოლტენბერგი

დასავლელი მოკავშირეები უარს არ იტყვიან უკრაინის მხარდაჭერაზე –  ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის მე-18 ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა. ,,დასავლელი მოკავშირეები უარს არ იტყვიან უკრაინის მხარდაჭერაზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში, კრემლის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის მიუხედავად. რუსეთი არის პირდაპირი საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განაცხადებით, ბელარუსში ივლისისთვის განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს და  საკუთარი ბირთვული გეგმები აშშ-ის მიერ მისი იარაღის ევროპაში განლაგებას შეადარა. პუტინი ამტკიცებდა, რომ რუსეთი არ დაარღვევს თავის დაპირებებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ.

მეტი...

აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია იწყება

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 19 აპრილს, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. „კერძოდ, მოძრაობა სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ჩათვლით. რეაბილიტაციის პერიოდში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის აკაკი წერეთლის გამზირზე მოძრაობა დარჩება ორმხრივი, თითო მიმართულებისთვის გამოყოფილი იქნება მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი. ავტომობილების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება საგურამოს, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, არჩილ კერესელიძის, სულიკო კოროშინაძისა და წყალტუბოს ქუჩებიდან წერეთლის…

მეტი...

„რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს”- ხვიჩა კვარაცხელია

„მილანთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ნაპოლის ქართველი ფეხბურთელი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის. „რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.

მეტი...

პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს განბლოკავს

პოლონეთი დათანხმდა უკრაინული მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების ტრანზიტის განბლოკვას. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას  ვარშავაში ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს. „მოვახერხეთ ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პოლონეთში არცერთი ტონა მარცვლეული არ დარჩება და ტვირთების გადაზიდვა პოლონეთის ტერიტორიის გავლით მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია ახალი მექანიზმის – gps-ისა და ელექტრონული სისტემების გამოყენება, რომლებიც ზუსტად აკონტროლებენ ტრანსპორტს“, – განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა. ცნობისთვის, პოლონეთმა და უნგრეთმა 15 აპრილს გამოაცხადეს დროებითი აკრძალვა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე. ტრანზიტისთვის განკუთვნილი უკრაინული მარცვლეული ქვეყნების ტერიტორიაზე რჩებოდა, რამაც ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაიაფება გამოიწვია…

მეტი...

ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, სხვადასხვა პირზე საქონლის შეძენისას გასაღებულ იქნა ჯამში 2 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოხდა დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება და დაკავება. გამოძიების პროცესში ერთ-ერთი ბრალდებულისაგან დამატებით ამოღებულ იქნა 1 800 ევროს ოდენობის ცხზრა ცალი ყალბი კუპიურა და ერთი ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის…

მეტი...

ბოლო ერთ დღეში უკრაინის ძალებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს – გენშტაბი

რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 420-ე დღე – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ,,უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შემდგომი სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხე კვლავ მაღალია. მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას რაიონებში,”- აცხადებენ გენშტაბში. უწყების ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ქალაქ ბახმუტისთვის. მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა 4 სარაკეტო და 60 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

მეტი...

რუსეთი ევროპაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობის გეგმაზე მუშაობს – მედია

რუსეთი ევროპაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობის გეგმაზე მუშაობს. დანიის, ნორვეგიის, შვედეთისა და ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლების ერთობლივი გამოძიების თანახმად, რუსეთს ქარის ელექტროსადგურებისა და ჩრდილოეთის ზღვაში გამავალი საკომუნიკაციო კაბელების დაზიანების გეგმა აქვს. მასში ნათქვამია, რომ რუსეთს  ჩრდილოეთის ზღვაში აქვს გემების ფლოტი, რომლებიც შენიღბულია როგორც თევზსაჭერი და კვლევითი გემები. გემები აღჭურვილია წყალქვეშა სათვალთვალო აღჭურვილობით  და ამუშავებენ საკვანძო ადგილებს შესაძლო დივერსიისთვის. ”ბიბისის” ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურმა პირებმა იციან რუსული გემების შესახებ, რომლებიც მოძრაობენ გაერთიანებული სამეფოს წყლების სიახლოვეს. როგორც ჟურნალისტებს დანიის კონტრდაზვერვის ოფიცერმა განუცხადა, რუსეთი ამ გეგმას დასავლეთთან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში აამოქმედებს.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ერიკა ოლსონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა და ერიკა ოლსონმა ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარისი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 183 750 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 183 750 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 183 750; ​ტანკი – 3 665; ჯავშანტექნიკა – 7 110; საარტილერიო სისტემა – 2 819; სარაკეტო სისტემა – 538; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 285; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 293; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 376; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 692; გემი/ნავი/კატარღა – 18;​ სპეციალური აღჭურვილობა – 330.

მეტი...

სულ მცირე ერთი დაღუპული და 5 დაშავებული – ნიუ-იორკში ოთხსართულიანი ავტოსადგომი ჩამოინგრა

ნიუ იორკში, მანჰეტენზე ოთხსართულიანი ავტოსადგომი ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი  დაშავდა. სასწრაფო დახმარების პერსონალს შენობიდან დაშავებულების გამოსაყვანად სპეცტექნიკის გამოყენება მოუწია. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ოთხი გადაიყვანეს რეგიონის საავადმყოფოებში დაზიანებების გამო, ხოლო მეექვსე პირმა, რომელიც დაშავდა, უარი თქვა სამედიცინო დახმარებაზე. ”ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს იყო სხვა არაფერი, გარდა სტრუქტურული კოლაფსისა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ქალაქის პოლიციის კომისარმა კიჩანტ სეველმა. ნიუ იორკის მერიის ინფორმაციით, ავტოსადგომის შენობა დაზიანებული იყო და ბზარები აღენიშნებოდა.

მეტი...

უკრაინამ ბელარუსიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინსკიდან კონსულტაციისთვის ბელარუსში უკრაინის ელჩი იჰორ კიზიმი გამოიძახა. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაშია აღნიშნული, გმობენ  ალექსანდრე ლუკაშენკოსა და დონეცკში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. სახალო რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელ, დენის პუშილინთან შეხვედრას. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ დენის პუშილინი ეჭვმიტანილია მძიმე დანაშაულებებში და მის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები მოქმედებს. უწყების განცხადებით, მინსკმა თავი უნდა შეიკავოს ასეთი დესტრუქციული ნაბიჯებისგან და შეწყვიტოს რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ.

მეტი...

რუსეთის ძალებმა ოდესის რეგიონს დრონებით შეუტიეს – უკრაინის ძალებმა 12 “შაჰიდიდან” 10 ჩამოაგდეს

19 აპრილის ღამეს რუსებმა დრონებით შეუტიეს ოდესის რეგიონს. თავდაცვის ძალებმა 12 კამიკაძე „შაჰედი“-დან 10 გაანადგურეს. რუსეთის ძალები ქალაქს თავს ირანული „შაჰედ-136“ კამიკაძე დრონებით დაესხნენ. ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჰაერო იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეტი...

ჯო ბაიდენი აშშ-ის პორტებში რუსეთთან დაკავშირებული გემების გადაადგილების აკრძალვას ახანგრძლივებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ქვეყნის პორტებში რუსეთთან დაკავშირებული გემების გადაადგილების აკრძალვას ახანგრძლივებსს. ,,რუსეთის ფედერაციის მთავრობის პოლიტიკა და ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ წინასწარ განზრახული, გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და სასტიკი ომის გასაგრძელებლად კვლავ წარმოადგენს ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას შეერთებული შტატების საერთაშორისო ურთიერთობების დარღვევის ან საფრთხის გამო”, – ნათვამია პრეზიდენტის კონგრესისადმი მიწერილ წერილში. ცნობისთვის, აღნიშნული ბრძანება გასული წლის აპრილში გამოქვეყნდა და მოქმედების ვადა მიმდინარე  კვირაში ამოეწურა.

მეტი...

სუდანში დაღუპულთა რიცხვმა 270-ს მიაღწია – დაჭრილია 2 600-ზე მეტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სუდანში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სამ დღეში სულ მცირე 270 ადამიანი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაიჭრა 2 600-ზე მეტი. ბრძოლები ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ “სწრაფი მხარდაჭერის ძალებს” (RSF) შორის მეოთხე დღეა მიმდინარეობს ხარტუმში, როგორც არმიის სარდლობისა და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, ასევე RSF-ის ორ ბაზასთან ახლოს დედაქალაქის ჩრდილოეთით და დასავლეთით. დედაქალაქ ხარუმში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანების სახლებში. სამშაბათს დაირღვა ზავის მიღწევის მცდელობა, როდესაც შეტაკებები ხელახლა დაიწყო რამდენიმე საათის შემდეგ შეთანხმებიდან, რომლის მიხედვითაც 24 საათის განმავლობაში ცეცხლი აღარ გაიხსნებოდა. WHO დოკუმენტის მიხედვით,…

მეტი...