ჩინეთში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 29 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მდებარე, ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 29 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 26 პაციენტია.

ხანძარი პეკინში, 18 აპრილს გაჩნდა. ხანძრის შედეგად  დაშავებული 39 ადამიანი კვლავ საავადმყოფოშია, მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი აალებადი საღებავი მასალა გახდა.

მსგავსი თემები