სამხრეთ კორეამ უკრაინას შესაძლოა შეიარაღება გადასცეს

სამხრეთ კორეა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სამხრეთ კორეის მთავრობა იკვლევს, როგორ დაეხმაროს უკრაინის დაცვასა და აღდგენას.

„თუ შეიქმნა სიტუაცია, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ვერ დაუშვებს, როგორიცაა ნებისმიერი ფართომასშტაბიანი თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობაზე, ხოცვა-ჟლეტა ან ომის კანონების სერიოზული დარღვევა, შეიძლება, გაგვიჭირდეს მხოლოდ ჰუმანიტარულ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე შეჩერება“, – განაცხადა იუნ სუკ იოლმა.

ცნობისთვის, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სეულმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინას მიაწოდოს იარაღი.

მსგავსი თემები