რუსეთი ევროპაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობის გეგმაზე მუშაობს – მედია

რუსეთი ევროპაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობის გეგმაზე მუშაობს.

დანიის, ნორვეგიის, შვედეთისა და ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლების ერთობლივი გამოძიების თანახმად, რუსეთს ქარის ელექტროსადგურებისა და ჩრდილოეთის ზღვაში გამავალი საკომუნიკაციო კაბელების დაზიანების გეგმა აქვს.

მასში ნათქვამია, რომ რუსეთს  ჩრდილოეთის ზღვაში აქვს გემების ფლოტი, რომლებიც შენიღბულია როგორც თევზსაჭერი და კვლევითი გემები. გემები აღჭურვილია წყალქვეშა სათვალთვალო აღჭურვილობით  და ამუშავებენ საკვანძო ადგილებს შესაძლო დივერსიისთვის.

”ბიბისის” ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურმა პირებმა იციან რუსული გემების შესახებ, რომლებიც მოძრაობენ გაერთიანებული სამეფოს წყლების სიახლოვეს.

როგორც ჟურნალისტებს დანიის კონტრდაზვერვის ოფიცერმა განუცხადა, რუსეთი ამ გეგმას დასავლეთთან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის შემთხვევაში აამოქმედებს.

მსგავსი თემები