სულ მცირე ერთი დაღუპული და 5 დაშავებული – ნიუ-იორკში ოთხსართულიანი ავტოსადგომი ჩამოინგრა

ნიუ იორკში, მანჰეტენზე ოთხსართულიანი ავტოსადგომი ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი  დაშავდა.

სასწრაფო დახმარების პერსონალს შენობიდან დაშავებულების გამოსაყვანად სპეცტექნიკის გამოყენება მოუწია.

ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ოთხი გადაიყვანეს რეგიონის საავადმყოფოებში დაზიანებების გამო, ხოლო მეექვსე პირმა, რომელიც დაშავდა, უარი თქვა სამედიცინო დახმარებაზე.

”ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს იყო სხვა არაფერი, გარდა სტრუქტურული კოლაფსისა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ქალაქის პოლიციის კომისარმა კიჩანტ სეველმა.

ნიუ იორკის მერიის ინფორმაციით, ავტოსადგომის შენობა დაზიანებული იყო და ბზარები აღენიშნებოდა.

მსგავსი თემები