,,რუსეთის ბირთვული მუქარა არ შეგვაშინებს, უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება”- იენს სტოლტენბერგი

დასავლელი მოკავშირეები უარს არ იტყვიან უკრაინის მხარდაჭერაზე –  ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის მე-18 ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.

,,დასავლელი მოკავშირეები უარს არ იტყვიან უკრაინის მხარდაჭერაზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომში, კრემლის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის მიუხედავად. რუსეთი არის პირდაპირი საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განაცხადებით, ბელარუსში ივლისისთვის განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს და  საკუთარი ბირთვული გეგმები აშშ-ის მიერ მისი იარაღის ევროპაში განლაგებას შეადარა. პუტინი ამტკიცებდა, რომ რუსეთი არ დაარღვევს თავის დაპირებებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ.

მსგავსი თემები