ბოლო ერთ დღეში უკრაინის ძალებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს – გენშტაბი

რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 420-ე დღე – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

,,უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შემდგომი სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხე კვლავ მაღალია.
მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას რაიონებში,”- აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ქალაქ ბახმუტისთვის. მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა 4 სარაკეტო და 60 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

მსგავსი თემები