,,რას მალავენ, სასამართლოში კლანი თუ არ არსებობს, უკეთესი არ იქნება, კომისია შეიქმნას და ვნახოთ, რომ არაფერი ხდება”- პაატა მანჯგალაძე

„რას მალავენ? თუ არაფერი ხდება, სასამართლოში კლანი არ არსებობს, უკეთესი არ იქნება, კომისია შეიქმნას და ვნახოთ, რომ არაფერი ხდება,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„რას მალავენ? მესმის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პროცედურით ეწინააღმდეგებიან, მაგრამ თუ არაფერი ხდება, სასამართლოში კლანი არ არსებობს, უკეთესი არ იქნება, კომისია შეიქმნას და ვნახოთ, რომ არაფერი ხდება – არც კორუფცია არსებობს, არც კეთილსინდისიერების პრობლემაა. სათქმელი თუ არ გვექნება, „ქართული ოცნება“ უფრო გამარჯვებული არ იქნება, ვიდრე ოპოზიციას ჩაუსაფრდეს, იქნებ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელმა ფეხი მოიტეხოს და პარლამენტში არ მოვიდესო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში ჩავარდა. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა გუშინ ვერ შედგა. ოპოზიცია აპირებს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დღესაც დააყენოს.

მსგავსი თემები