უკრაინამ ბელარუსიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინსკიდან კონსულტაციისთვის ბელარუსში უკრაინის ელჩი იჰორ კიზიმი გამოიძახა.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაშია აღნიშნული, გმობენ  ალექსანდრე ლუკაშენკოსა და დონეცკში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. სახალო რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელ, დენის პუშილინთან შეხვედრას.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ დენის პუშილინი ეჭვმიტანილია მძიმე დანაშაულებებში და მის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები მოქმედებს.

უწყების განცხადებით, მინსკმა თავი უნდა შეიკავოს ასეთი დესტრუქციული ნაბიჯებისგან და შეწყვიტოს რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ.

მსგავსი თემები