სუდანში დაღუპულთა რიცხვმა 270-ს მიაღწია – დაჭრილია 2 600-ზე მეტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სუდანში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სამ დღეში სულ მცირე 270 ადამიანი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაიჭრა 2 600-ზე მეტი.

ბრძოლები ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და გასამხედროებულ “სწრაფი მხარდაჭერის ძალებს” (RSF) შორის მეოთხე დღეა მიმდინარეობს ხარტუმში, როგორც არმიის სარდლობისა და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, ასევე RSF-ის ორ ბაზასთან ახლოს დედაქალაქის ჩრდილოეთით და დასავლეთით.

დედაქალაქ ხარუმში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანების სახლებში.

სამშაბათს დაირღვა ზავის მიღწევის მცდელობა, როდესაც შეტაკებები ხელახლა დაიწყო რამდენიმე საათის შემდეგ შეთანხმებიდან, რომლის მიხედვითაც 24 საათის განმავლობაში ცეცხლი აღარ გაიხსნებოდა.

WHO დოკუმენტის მიხედვით, შეიარაღებული პირები სექსუალურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალებს და იპარავდნენ ნივთებს, მათ შორის მანქანებს.

 

მსგავსი თემები