პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტს განბლოკავს

პოლონეთი დათანხმდა უკრაინული მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების ტრანზიტის განბლოკვას. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას  ვარშავაში ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს.

„მოვახერხეთ ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პოლონეთში არცერთი ტონა მარცვლეული არ დარჩება და ტვირთების გადაზიდვა პოლონეთის ტერიტორიის გავლით მოხდება. ასევე მნიშვნელოვანია ახალი მექანიზმის – gps-ისა და ელექტრონული სისტემების გამოყენება, რომლებიც ზუსტად აკონტროლებენ ტრანსპორტს“, – განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა.

ცნობისთვის, პოლონეთმა და უნგრეთმა 15 აპრილს გამოაცხადეს დროებითი აკრძალვა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე. ტრანზიტისთვის განკუთვნილი უკრაინული მარცვლეული ქვეყნების ტერიტორიაზე რჩებოდა, რამაც ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაიაფება გამოიწვია და ფერმერები დაზარალდნენ.

მსგავსი თემები