„რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს”- ხვიჩა კვარაცხელია

„მილანთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ნაპოლის ქართველი ფეხბურთელი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდის.

„რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო. ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.

მსგავსი თემები