,,ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რომ ბოლომდე ჩაყვეს საფლავში კლანს” – ხათუნა სამნიძე

,,ოცნება” გააკეთებს ყველაფერს, რომ ბოლომდე ჩაყვეს საფლავში კლანს,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობა ყველაფერს გააკეთებს, რომ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას.

,,ოცნება” გააკეთებს ყველაფერს, რომ ბოლომდე ჩაყვეს საფლავში კლანს. გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არ შეიქმნას კომისია და ნათელი არ მოეფინოს იმ დანაშაულებებს, რომელსაც კლანი ჩადის. ამისთვის გამოიყენებს პროცედურულ შესაძლებლობებს. გამოუვალ მდგომარეობაშია “ოცნება”, იმიტომ, რომ ოპოზიცია არის მობილიზებული და ავტომატურად დადგება შემდეგ ჯერზე კენჭისყრაზე კომისიის შექმნის საკითხი”. – განუცხადა ხათუნა სამნიძემ ტვ პირველს.

ცნობისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი პარლამენტში ჩავარდა. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა გუშინ ვერ შედგა. ოპოზიცია აპირებს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე დღესაც დააყენოს.

მსგავსი თემები