ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დრო არ არის

,,უკრაინასთან დაკავშირებით ამჟამად საომარი ამინდია და მოლაპარაკებების დრო არ არის,” – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

,,მე ვფიქრობ, რომ ჩინეთიც იმავე დაკვირვებას აკეთებს, რასაც ჩვენ, რომ დღეს კვლავ სამხედრო მოქმედებებია. უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, ჩვენ კი მათ ვეხმარებით. ახლა მოლაპარაკებების დროს არ არის, თუნდაც ჩვენ ამას ვამზადებდეთ”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმაგამოცემა „ექოსთან“ ინტერვიუში ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დილოაგის მიზანი უკრაინაში ომის მიმართ მიდგომების კონსოლიდაციაა.

„არ შეიძლება, იყოს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა, ვიდრე ევროპაში არიან ქვეყნები, სადაც მეორე ქვეყანაა შეჭრილი ან გაყინული კონფლიქტებია. მაშასადამე, ხედავთ, რომ ამ ყველაფრის საერთო მატრიცა ჩნდება. არის თუ არა უკრაინა ჩინური დიპლომატიის პრიორიტეტი? ალბათ არა, მაგრამ ეს დიალოგი იძლევა შესაძლებლობას, შეარბილოს ის კომენტარები, რომლებიც მოვისმინეთ ჩინეთის მხრიდან რუსეთის მიმართ გარკვეული თვითკმაყოფილების შესახებ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მსგავსი თემები