მარსელში კორპუსი ჩამოინგრა – დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი

საფრანგეთის ქალაქ მარსელში  კორპუსის ნგრევის შედეგად სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა. 8 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

საფრანგეთის საბინაო ადმინისტრაციის ცნობით, ადგილიდან 179 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მარსელის ცენტრში, 4 სართულიანი სახლი 9 აპრილს ჩამოინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, ნგრევას წინ უძღოდა აფეთქება. დაზიანებულია მეზობლად მდებარე სახლებიც.

მსგავსი თემები