რუსთავში კაცმა 100 000 დოლარი გაიტაცა

რუსთავში მამაკაცმა 100 000 დოლარი გაიტაცა, რის შემდეგაც ქვეითს დაეჯახა და არხში გადავარდა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მამაკაცმა ავტომობილიდან მოტყუებით ჩასვა მგზავრი და მისი კუთვნილი თანხა, 100 000 დოლარი გაიტაცა. შემთხვევის ადგილიდან მალევე მძღოლი გზაზე მოძრავ ქვეითს დაეჯახა, რის შემდეგაც საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და არხში ჩავარდა.

ბრალდებული, 25 წლამდე ახალგაზრდა კი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

მსგავსი თემები