,,ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო”- არჩილ თალაკვაძე აქციაზე

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისტორიის გადაწერის მცდელობაზე საკადრისი პასუხი ნახა, მათი ლიდერებიც კი აქციაზე არ მივიდნენ. ეს არის სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი  თქმით, გუშინდელი აქცია ვერ შედგა, რადგან შინაარსისგან იყო დაცლილი.

„თავადაც იცოდნენ, რომ ეს აქცია წარუმატებლობისთვის იყო განწირული და ასეც მოხდა. არ გამოვრიცხავ, ლევან ხაბეიშვილმა ამის გამო მკაცრი საყვედურები მიიღოს. მერამდენედ ხდება, როცა ის იმუქრება ხან ციხე-სიმაგრეების დანგრევით, ხან ამბობს, რომ საშინელ გაზაფხულს მოაწყობს, ხან ხელისუფლების გადაყენებას აანონსებს, ასეთი არასერიოზული განცხადებები უკვე არც გასაკვირია და არც ახალი. გუშინდელი აქცია ვერ შედგა, რადგან იყო შინაარსისგან დაცლილი, არ ჰყავდა სანდო ლიდერები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისტორიის გადაწერის მცდელობაზე საკადრისი პასუხი ნახა, მათი ლიდერებიც კი აქციაზე არ მივიდნენ. ეს არის სრული ჩავარდნა და ლევან ხაბეიშვილის მორიგი ფიასკო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები