„რუსეთმა ბზობის კვირა მკვლელობებში გაატარა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა გასულ კვირას 17 უბანს დაარტყა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რუსეთმა მოქალაქეები არც ბზობის კვირას დაინდო.

„რუსეთმა ბზობის კვირა ადამიანების მკვლელობებში გაატარა. ქრისტიანული დღესასწაულები კი ხალხს ასწავლის, რომ ბოროტება მარცხდება. არაერთი შენობა დაიბომბა, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ. ერთ გოგონას ირინა ერქვა, წელს 11 წლის გახდებოდა. იგი გარდაიცვალა. მამაკაციც, ვუსამძიმრებ. ქალი ახლა მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია. ასე ატარებს ტერორისტული სახელმწიფო ამ ბზობის კვირას. უნდა დავიჯეროთ.  უნდა მივუახლოვდეთ ბოროტების დამარცხებას და ჩვენ ვუახლოვდებით ამ დროს“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

მსგავსი თემები