დონეცკის სამი ქალაქი დამპყრობლების თავდასხმის ქვეშაა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ნფორმაციით, დონეცკის ოლქის სამი ქალაქი, ბახმუტი, მარინკა და ავდეევკა რუსი ოკუპანტების თავდასხმის ქვეშაა.

„მტერი აგრძელებს ლიმანსკის, ბახმუტსკის, ავდეევსკის და მარინსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ფოკუსირებას. დღის განმავლობაში, თითოეული ჯარისკაცის სიმამაცის წყალობით, 40-ზე მეტი მტრის თავდასხმა მოიგერიეს. ბახმუტის მიმართულებით, მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების წარმოებას, ცდილობს ქალაქი ბახმუტის სრული კონტროლის ქვეშ აიყვანოს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, იქ სასტიკი ბრძოლები გრძელდება. დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ბოგდანოვკას დასახლების აღმოსავლეთით და ხრომოვოს მახლობლად. თავდაცვის ძალების ნაწილებმა ფრონტის მითითებულ სექტორზე მტრის 20-მდე შეტევა მოიგერიეს,”- აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, ლიმანსკის მიმართულებით გასული დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა დიბროვას სამხრეთით რაიონში.

მსგავსი თემები