ვარკეთილში მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა ვარკეთილში – არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 9 აპრილს საღამოს, ქუჩაში მოხდა.

მოკლულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ, მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ქეიფობდნენ. რამ გამოიწვია დაპირისპირება უცნობია.

მსგავსი თემები