რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაცია  დღეს გაიმართება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება, პარალელურად. დღეს არის დაგეგმილი კონცეფციის წარდგენა, რომელიც საავადმყოფოს დანგრევასა და ის ადგილას ახლის აშენებას ითვალისწინებს.

პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრ წარადგენს. მას რესპუბლიკური საავადმყოფო მედპერსონალიც დაესწრება. ამის შემდეგ გადაწყდება გაგრძელდება თუ არა საავადმყოფოში პროტესტი.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკის დანგრევას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კლინიკამ მუშაობა არ უნდა შეწყვიტოს. ისინი რეაბილიტაციას უჭერენ მხარს ისე, რომ კლინიკა ფუნქციონირებდეს.

მსგავსი თემები