„ცხოვრების ნორმალური რეჟიმი უკვე აღვადგინეთ“ – ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ მთავართან“

  •  

 „ჩვენ ადრეული გამოვლენის, ადრეული შეტყობინების, ადრეული იზოლაციისა და ადრეული მკურნალობის პრინციპი დავიცავით“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენი „მედიაცენტრ მთავართან“  ინტერვიუში.

ელჩის თქმით, ეპიდემიის პრევენცია, კონტროლი და  მკურნალობა შესაძლებელია.  

ეპიდემიის თავდაპირველი გავრცელების შეჩერებას დაახლოებით ერთი თვე, უხანსა და ხუპეიში გადამწყვეტი შედეგების მიღწევას სამი თვე მოვანდომეთ, ხალხის სიცოცხლის, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვა უმაღლეს დონეზე შევძელით, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან, სტრატეგიულ შედეგებს მივაღწიეთ და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და ცხოვრების ნორმალური რეჟიმი უკვე აღვადგინეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია მძვინვარებს, ჩინეთის რეალურმა ქმედებებმა დაამტკიცა, რომ ადრეული ჩარევით, სწორად დაგეგმვით, სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელებით, ეპიდემიის პრევენცია, კონტროლი და მკურნალობა შესაძლებელია. ამან გლობალურ დონეზე ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის სამუშაოებში ნდობა და მოტივაცია შეიტანა“ – განუცდახა ლი იენმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე შეფასებით, ჩინეთო ეპიდემიის რისკის შემცირებას დღემდე ცდილობს.

„უნდა გვესმოდეს, რომ კოვიდ-19 ძალიან ცბიერი ვირუსია. ეპიდემიის გრძელვადიანი ხასიათისა და სირთულის დონის ვერშეფასება არ შეიძლება. ჩინეთში ჯერ კიდევ არის ეპიდემიის გავრცელების სპორადული და იმპორტირებული შემთხვევები, მაგრამ ჩვენ სიფხიზლეს არ ვადუნებთ და ეფექტური ზომების მიღებით ეპიდემიის გავრცელების რისკის მინიმუმამდე შემცირებას ვცდილობთ“ – განაცხადა ელჩმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.  

მსგავსი თემები