საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო უკრაინამ ზოგიერთი გეგმა შეცვალა – CNN

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა. აღნიშნულის  შესახებ ”სიენენი”ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

მედიისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით,  გადაიდგა უწყებათაშორისი ძალისხმევა, რომელიც ფოკუსირებულია იმ ზეგავლენის შეფასებაზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ამ დოკუმენტებს აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე.

„თავდაცვის დეპარტამენტი აგრძელებს გადაღებული დოკუმენტების ნამდვილობის განხილვას და შეფასებას, რომლებიც ვრცელდება სოციალურ მედია საიტებზე და რომლებიც, როგორც ჩანს, შეიცავს სენსიტიურ და უაღრესად გასაიდუმლოებულ მასალას“, – განაცხადა სინგმა.

საიდუმლო დოკუმენტები სოციალურ ქსელში გასულ კვირას გავრცელდა, აშშ-მა ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

მსგავსი თემები