„324 დღეა სრულმასშტაბიანი ომის და როგორ შეიცვალა ყველაფერი რუსეთისთვის“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის დაცვისთვის საკუთარ მებრძოლებს მადლობას უხდის. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს  თავდაცვის ძალები მტკიცედ ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს, იცავენ დონეცკის რეგიონს რუსი დამპყრობლებისგან.

„მიუხედავად იმისა, რომ მტერმა თავისი უდიდესი ძალების კონცენტრაცია მოახდინა ამ მიმართულებით, ჩვენი ჯარისკაცები, უკრაინის შეიარაღებული ძალები, თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები მედგრად იცავენ სახელმწიფოს. მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს, ბრიგადისა და ჯარის სხვა ნაწილების ოფიცერს, რომლებიც გაბედულად და მტკიცედ ასრულებენ დავალებებს“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მან ომის 324-ე დღეც შეაფასა.

„სამას ოცდაოთხი დღეა სრულმასშტაბიანი ომის და როგორ შეიცვალა ყველაფერი რუსეთისთვის. ისინი უკვე ჩხუბობენ ერთმანეთში, ვის მიაწერონ რაიმე სახის ტაქტიკური წინსვლა. ეს მტრის წარუმატებლობის აშკარა სიგნალია“ – აღნიშნავს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები