ვისთვის არის გრიპის ვირუსი განსაკუთრებულად საშიში?!

სამი რისკ-ჯგუფი არსებობს, ვისთვისაც გრიპის ვირუსი განსაკუთრებულად საშიში და სარისკოა. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავართან“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

„ვირუსების მხრივ სარისკოა სამი ძირითადი ჯგუფი – 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა და ორსულები. ეს არის სამი ძირითადი ჯგუფი სადაც გრიპის მიმდინარეობა შეიძლება გართულდეს. ვაქცინაციას ორიენტირებულია სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფზე. ასევე საშიშია ყველა ის ადამიანი, რომელსაც ქრონიკული დაავადება აქვს“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „ედიაცენტრ მთავართან“.   

მსგავსი თემები