„კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული“ – აშშ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს აკეთებენ. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი ამბობს, ვითარებას დიდი ყურადღებით აკვირდებიან.

კითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით, მისი პასუხი შემდეგია:

„ახალს ვერაფერს გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით გარდა იმისა, რაც ბოლოს ვისაუბრეთ. კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული და დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ სიტუაციას, განსაკუთრებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას”.

მსგავსი თემები