„ვირუსების მხრივ, იანვრის თქვე იქნება მატება, თებერვალში კლება უნდა აღინიშნოს“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით მოსალოდნელია ორი პიკი.

„თუ გავითვალისწინებთ  სტატისტიკას კორონავირუსის პანდემიამდე არსებული ვითარების, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნოემბრიდან მარტის ბოლომდე საქართველოში რესპირატორული ვირუსების მატების პერიოდია პიკით დეკემბერ-იანვარში. ასევე გვქონდა მეორე მცირე პიკი მარტის ბოლოს – აპრილის დასაწყისში. თუ ამ სტატისტიკას დავეყრდნობით იანვრის თვე იქნება მაღალი აქტივობის პერიოდი და თებერვლიდან შემთხვევის კლება უნდა აღინიშნოს“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავართან“.      

მსგავსი თემები