ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში უამრავი ადამიანია მოყოლილი.

კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით, კორპუსი სავსე იყო მაცხოვრებლებით.

„საშინელი ამბები დნიპროდან. მრავალსართულიან სახლს დაარტყეს… არაადამიანები, არ არის როგორც მინიმუმ ერთი შესასვლელი, ნანგრევების ქვეშ ხალხია, რომლებიც სადღესასწაულო დღეს სახლში იყვნენ. საგანგებო სიტუაციებისა და ქალაქის ყველა სამსახური ადგილზეა“ – აცხადებს ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, რომლებიც ნანგრევებიდან მოსახლეობის ამოყვანას ცდილობენ.

მსგავსი თემები