„ყველას ვიპოვით, ვინც ამ ტერორში მონაწილეობს, პასუხს ყველა აგებს“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინაში დიდი გლოვაა.  ოკუპანტებმა მასიური დაბომბვები საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანეს, რომელიც ხალხით იყო სავსე, მსხვერპლი დიდია. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ყველა პასუხს აგებს.

„მარადიული ხსოვნა ყველას, ვისი სიცოცხლეც წაიღო რუსულმა ტერორმა. მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ეს ბოროტება. დნიპროში ნანგრევების გაწმენდა გრძელდება. ყველა სამსახური მუშაობს. ჩვენ ვიბრძვით ყოველი ადამიანისთვის, ყოველი სიცოცხლისთვის. ჩვენ ვიპოვით ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ტერორში. ყველა აგებს მაქსიმალურ პასუხს”, – წერს ზელენსკი.

რუსეთის ძალებმა დნიპროში მრავალსართულიანი სახლი დაბომბეს. ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი, რომლებიც ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ.

ნანგრევებიდან განწირული ხმა ისმის

მსგავსი თემები