კიევი დაიბომბა

კიევის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმა განახორციელდა. ინფორმაციას კიევის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყველას მოუწოდებს, საჰაერო განგაშს ყურადღება მიაქციონ და ინსტრუქციის შესაბამისად იმოქმედონ.

„აფეთქებები მოხდა დნეპროვსკის რაიონში. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური გაიგზავნა. დარჩით თავშესაფარში!” – აცხადებს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.

ამ ეტაპისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ  ვრცელდება.

 

მსგავსი თემები