„შესაძლებელია რუსული ტერორის გაჩერება? – კი“ – პრეზიდენტი ზელენსკი იარაღს ითხოვს

უკრაინაში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შემდეგ, რასაც უამრავი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა, პრეზიდენტი ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და იარაღს ითხოვს.

„შესაძლებელია რუსული ტერორის გაჩერება? – კი. შეიძლება ამის როგორმე სხვანაირად გაკეთება, ვიდრე უკრაინაში ბრძოლის ველზე?  სამწუხაროდ – არა. ეს შესაძლებელია და უნდა გავაკეთოთ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაში, ჩვენს ზღვაში. რა არის ამისთვის საჭირო? საჭიროა ის იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორების საწყობებშია და რომელსაც ჩვენი მეომრები ასე ელიან. არანაირ დროს, რომელიც უბრალოდ გადის, არ შეუძლია ტერორისტების გაჩერება, რომლებიც მეთოდურად კლავენ ჩვენს ხალხს რაკეტებით, ირანში ნაყიდი დრონებით, თავიანთი არტილერიით, ტანკებითა და ნაღმმტყორცნებით“ – აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი თემები