უკრაინაში რუსეთის ომს 7000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დღიდან, 6 952 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 11 144 კი  დაშავდა.

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის როზმარ დიკარლომის ინფორმაციით, რეალური რიცხვები ალბათ გაცილებით მეტია.

„24 თებერვლიდან, OHCHR-მა დააფიქსირა კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის 90-ზე მეტი შემთხვევა, რომლებიც იყოფა ორ კატეგორიად: უმრავლესობა, როგორც წამებისა და არასათანადო მოპყრობის მეთოდი დაკავების დროს, ძირითადად მამაკაცებზე და სექსუალური ძალადობა, რომელიც მოიცავს ქალებისა და გოგონების გაუპატიურებას, მათ შორის, ჯგუფურ გაუპატიურებას რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე“, – აღნიშნავს გაერო-ს წარმომადგენელი.

 

მსგავსი თემები